- ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
გეგმის მიხედვით მუნიციპალიტეტს ახალი სპორტკომპლექსი მიმდინარე წლის ბოლომდე ექნება.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდის სპორტული კომპლექსის სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის კრივისა და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები და საკონფერენციო სივრცე.