- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება.
მიმდინარე სამუშაოებს ცაიშში, ჩხორიაში, ახალაბასთუმანში, ახალკახათსა და კოკში, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მის მოადგილესთან ბესიკ ჭეჟიასთან, შესაბამისი სამსახურისა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სკვერისა და მოსაცდელის მოწყობის სამუშაოებია გათვალისწინებული. ასევე, მერმა მოსახლეობის საჭიროებები ადგილზე მოისმინა.
მამუკა წოწერიამ პროგრამის მნიშვნელობაზე და მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ ის საჭიროებები და გამოწვევები, რაც ადგილობრივებს აქვთ, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, 48 ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში გათვალისწინებულია 1 409 465 ლარი.