- ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან თანამშრომლობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მოწვევით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა (რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, ინტერნაციონალიზაციის მიმართულების კოორდინატორი) ვიზიტით იმყოფება პარტნიორ უნივერსიტეტში (აშშ.).
ვიზიტის ფარგლებში, განხილულ იქნა ორმხრივი ინტერესი ურთიერთთანამშრომლობის გაფართოების შესახებ. შეხვედრა შედგა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან – დოქტორ ალექსანდრა პერსიკოსთან, დოქტორ ვლად ლიხოლეტოვთან, პროფესორ ტიფანი მაკქუერთან და პროფესორ ირინა მიკაელიანთან. გაფართოებული თანამშრომლობა მოიცავს საგანმანათლებლო ნაწილთან ერთად კვლევით კომპონენტს – საერთაშორისო კონფერენციებს, ერთობლივ კვლევებს, საერთაშორისო სკოლებს. დათვალიერებულ იქნა, კამპუსი და განხილულ იქნა წინადადებები ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.