ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში “მშობელთა კლუბი“ ჩამოყალიბდა


  • ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის და „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის საბავშვო ბაღების მხარდაჭერის მიზნით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მშობელთა კლუბი“ ჩამოყალიბდა.

„მშობელთა კლუბის“ მიზანია უზრუნველყოს: ბაგა ბაღის მშობელთა ცნობიერების ამაღლება პოზიტიურ მშობლობასა და ბავშვის კეთილდღეობის საკითხებზე. სტუდენტებში მოხალისეობრივი კულტურისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან და საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებთან თანამშრომლობა და პარტნიორობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!