ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი გაიხსნა


  • ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი გაიხსნა. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ცენტრს უხელმძღვანელებს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანნა ფირცხალაშვილი.

ცენტრის მიზნებია: ინტერდისციპლინური ხედვის საფუძველზე კვლევითი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

კვლევის შედეგების განზოგადება, სამეცნიერო კვლევითი სივრცის შექმნა ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი დისკურსისათვის – კონფერენციების, სიმპოზიუმების, ზაფხულის/ზამთრის სკოლებში და სხვა საჯარო განხილვებისა და აქტივობების ფორმატში;

უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ინტერდისციპლინური და კროსდისციპლინური კვლევითი პროექტების განხორციელება, როგორც უნივერსიტეტის, ისე საგარეო დაფინანსების საფუძველზე;

კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდა და გამოცდილი მკვლევარების თანაბარი ჩართვა;

კვლევის შედეგების ფართოდ გავრცელება და ხელმისაწვდომობა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტების, ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;

კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და დანერგვა;

სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მოწვევა და მათი ჩართვა ცენტრის პროექტებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + 14 =

Akismet ანტისპამი