- ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი გაიხსნა. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ცენტრს უხელმძღვანელებს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანნა ფირცხალაშვილი.
ცენტრის მიზნებია: ინტერდისციპლინური ხედვის საფუძველზე კვლევითი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
კვლევის შედეგების განზოგადება, სამეცნიერო კვლევითი სივრცის შექმნა ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი დისკურსისათვის – კონფერენციების, სიმპოზიუმების, ზაფხულის/ზამთრის სკოლებში და სხვა საჯარო განხილვებისა და აქტივობების ფორმატში;
უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა.
ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ინტერდისციპლინური და კროსდისციპლინური კვლევითი პროექტების განხორციელება, როგორც უნივერსიტეტის, ისე საგარეო დაფინანსების საფუძველზე;
კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდა და გამოცდილი მკვლევარების თანაბარი ჩართვა;
კვლევის შედეგების ფართოდ გავრცელება და ხელმისაწვდომობა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტების, ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და დანერგვა;
სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მოწვევა და მათი ჩართვა ცენტრის პროექტებში.