ზუგდიდის სასამართლოში ორი თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატი გამოცხადდა


  • ამაზე საკუთარ ფეისგვერდზე წერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნატა აკობია:
“დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა ორი ადვოკატი, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე, ერთი დაესწრო პროცესს, მეორემ მოითხოვა სხდომის გადადება, ორივე ჩამოვიდა თბილისიდან და მათი განმარტებით იმყოფებიან თვითიზოლაციაში. შესაბამისმა სამსახურებმა იქნებ გაგვარკვიოს რატომ არ აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და რატომ გვტოვებენ დამოკიდებულს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის დეფიციტიც აშკარააა,ასეთი საქციელით კი სასამართლოში დასაქმებულ ათეულობით მოსამსახურეს პროკურორებს, ადვოკატებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, მხარეებს, მომხმარებლებს შესაძლოა შეუქმნეს საფრთხე, ვიღებთ ზომებს შენობის სადეზინფექციოდ, შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას, ჯანდაცვის სამასახურს, მაგრამ ეს საკმარისია?”



კომენტარი

  1. ცირა

    ეს როდის იყო? მაინტერესებს რომელ რიცხვში?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!