ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი შედგა


  • სამთვიანი ბოიკოტის შემდეგ, დღეს, 12 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრები გამოცხადდნენ და კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა მათ მიერ დაინიციირებული საკითხები, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას და მისი მოადგილეების იმპიჩმენტს ეხებოდა, ჩავარდა.

სხდომის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიგა ფარულავამ განაცხადა: “დღეს, გახლდათ 31 მაისის, საკრებულოს გაგრძელებული სხდომა. სამთვიანი ბოიკოტის და საბოტაჟის რეჟიმი დასრულებულია. დღის წესრიგით, გათვალისწინებული იყო 9 საკითხი, რომელიც შეეხებოდა თანამდებობების გადაყენების საკითხებს. პროცედულურად, აღნიშნული საკითხები ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა, შესაბამისად დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხები მოხსნილია. იმედი მაქვს, დღეიდან, საკრებულო განაგრძნობს მუშობას ჩვეულ რეჟიმში, მოვუწოდებთ ყველა პარტიას და ფრაქციას მიიღონ აქტიურად მონაწილეობა საკრებულოს პროცედურულ საკითხებში.”

ინფორმაციისთვის: 31 მაისის საკრებულოს სხდომა კვორუმის არრსებობის გამო რამდენჯერმე ჩაიშალა. სხდომაზე არ დადიოდნენ “ქართული ოცნების“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ხალხის ძალის“ წევრები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!