- დღესაც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც გახარიას პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, მისი ორივე მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, კვორუმის არარსებობის გამო, მეოთხედ გადაიდო.
სხდომაზე ისევ არ გამოცხადნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” დეპუტატები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მედიას აუწყა, რომ საკრებულოში მოვიდნენ ის მოქალაქეები, ვისი წერილებიც შემოსულია განსახილველად და საკრებულოში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ ღებულობენ პასუხს.
ინფორმაციისთვის: 31 მაისს, ხმაურით ჩაიშალა საკრებულოს სხდომა, ასევე სამ და ოთხ ივნისს, თითო საათით შესვენება გამოცხადდა და შემდეგ გადაიდო. სხდომების გადადების მიზეზი ოთხივე შემთხვვაში არის “ქართული ოცნებისა ” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების გამოცხადებლობა.