ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი მოშიმშილე ოპოზიციონერებს სამართალდამცავებმა დაატოვებინეს


  • ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფ მოშიმშილე ოპოზიციონერებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ზუგდიდის საკრებულომ მოშიმშილეებს რამდენჯერმე მიმართა, რომ დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი, თუმცა მოშიმშილეები აცხადებდნენ, რომ ისინი არ აპირებდნენ დარბაზის დატოვებას, რის შემდეგაც დარბაზიდან პოლიციის ძალით გაიყვანეს.

მოშიმშილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ოთახში შეჰყავთ, სადაც ისინი თავდაპირველად იმყოფებოდნენ.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს ოთხმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კერძო კლნიკაში გადაყვანის მოთხოვნით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!