ზუგდიდის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს – IDFI-ს კვლევა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე საჯარო დაწესებულებათა შორისაა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის შედეგების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვს.

საკრებულოს მიერ დაცული იყო კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გაცემის 10-დღიანი ვადა და გაცემული ინფორმაცია შეფასდა როგორც სრულყოფილი.

2021 წლის ანგარიშის თანახმად კვლევა 285 საჯარო დაწესებულებაში ჩატარდა და 13 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!