დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ერთხმად, დაამტკიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსი და ფიცი. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, რომ „იმედი მაქვს ეს კოდექსი არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი და რეალუარდ აღსრულდება.
მოვუწოდებ საკრებულოს წევრებს, ზედმიწევნით დაიცვან, როგორც კოდექსი, ასევე საკრებულოს ფიცი, რომელიც ნამდვილად წაადგება ჩვენს საქმიანობას, მის ხარისხს და ჩვენს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LsCetDNpOuk[/embedyt]