ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, სხდომაზე, მოუწოდა საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ გაერთიანებებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა.
“მოგვაწოდონ თავიანთი შენიშვნები. მიუხედავად იმისა, რომ განხილვის პერიოდი ემთხვევა, რამდენიმე არასამუშაო დღეს, ჩვენ მზად ვართ, შენიშვნები და წინადადებები, თუნდაც არასამუშაო დღეებში, მივიღოთ, რათა უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და საზოგადოებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი მივიღოთ 2019 წელს”.
მამუკა წოწერიას განმარტებით, ახალი ბიუჯეტის პროექტის განხილვა 10 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. “შესაბამისი წინადადებებით და შენიშვნებით ვუბრუნებთ მერიას, რომელიც დაზუსტებულ ბიუჯეტს ისევ დაუბრუნებს დასამტკიცებლად საკრებულოს”- უთხრა ჟურნალისტებს მამუკა წოწერიამ.