- ზუგდიდში, გუშინ, გამოვლენილ კოვიდინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს: “ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ლაბორატორიული შედეგი, რომ ეს არის გადატანილი ინფექცია და პაციენტს აქვს დაავადების მილევის ფაზა, რომლის პერიოდში დაავადების გადამდებლობა მინიმალურია”.
70 წლის მამაკაცი საქართველოში ლარსის გავლით 12 ივნისს შემოვიდა. ის კარანტინში მოათავსეს, თუმცა ძმის სამძივრისთვის 14-ში, კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის შემდეგ გაათავისუფლეს.