ზუგდიდის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს.

შსს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებულ დ.ა., 1994 წელს დაბადებულ ა.ე., 1986 წელს დაბადებული ა.ვ. და 1996 წელს დაბადებული ნ.მ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და ავტომობილების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 54 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!