- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროგრამის EU4Culture ფარგლებში მხარდაჭერილი ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, პარტნიორ ორგანიზაციასთან – Creative Spark თანამშრომლობით, იწყებს სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ციკლს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, ასევე კულტურის საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს გიწვევთ პირველ სამუშაო შეხვედრაზე „დაფინანსების მოძიების გზები, ხერხები და წყაროები“.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვებიან კულტურის პოლიტიკის ექსპერტი და მკვლევარი ლევან ხარატიშვილი, Creative Strategies Lab და კულტურის ექსპერტი ელინა გედენიძე, Georgia Creates.
შეხვედრა გაიმართება 17 თებერვალს, 11:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული.