ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს


  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ახალ საბავშვო ბაღებს აშენებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ჯამში 500-მდე ბავშვს მოემსახურება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყაროში და სოფელ რუხში – 100 ბავშვზე გათვლილი, სოფელ დარჩელში – 180 ბავშვზე გათვლილი, ხოლო სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება.

პროექტების განხორციელების შედეგად, მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.
ბაღების შენობები ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. ახალი 4 ბაღის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 16 მილიონი ლარით აფინანსებს.
უწყბის ცნობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს.
პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურით, ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!