- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და იგი 57 მილიონ 882 ათასი 200 ლარით განისაზღვრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მომავალ წელს პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება განისაზაღვრა.