ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის საჯარო სკოლა, გლობალურ პროგრამაში  SHE’s GREAT  ჩაერთო


  • SHE’s GREAT გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებულ გლობალური პროგრამაა.  ის, ორგანიზაცია IREX-ის ინიციატივაა, რომელიც ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ოფისის მხარდაჭერით, მსოფლიოს ექვს ქვეყანაში ხორციელდება: საქართველო იორდანია, ყირგიზეთი, სენტ-ლუსია, გვატემალა და უკრაინა. პროგრამას საქართველოში, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ახორციელებს.

პროგრამის მიზანია, აღმოაჩინოს და გარდაქმნას გენდერული სტერეოტიპები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც მოსწავლეებს აქვთ თვითრწმენა, ცოდნა და ლიდერული უნარები საზოგადოებაში და სამომავლო კარიერაში no სრულყოფილი რეალიზაციისათვის.

პროგრამის ფარგლებშიზ სკოლებში ჩამოყალიბდება  „გენდერი და ჩემი გარემოს“ კლუბები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ჩაუტარდებათ  ტრენინგები გენდერული სტერეოტიპების, გენდერულ ნორმების იდენტიფიცირებისა და გარდაქმნის შესახებ. ტრენინგ სესიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეიმუშავებენ და თავიანთ სკოლებსა და თემში განახორციელებენ ახალგაზრდულ ინიციატივებს. ასევე,  მონაწილეობას  მიიღებენ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებში.

მიმდინარე წელს, პროექტი საქართველოს  ხუთი რეგიონის 8 სკოლაში ხორციელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!