- SHE’s GREAT გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებულ გლობალური პროგრამაა. ის, ორგანიზაცია IREX-ის ინიციატივაა, რომელიც ქალთა გლობალური საკითხების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ოფისის მხარდაჭერით, მსოფლიოს ექვს ქვეყანაში ხორციელდება: საქართველო იორდანია, ყირგიზეთი, სენტ-ლუსია, გვატემალა და უკრაინა. პროგრამას საქართველოში, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) ახორციელებს.
პროგრამის მიზანია, აღმოაჩინოს და გარდაქმნას გენდერული სტერეოტიპები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც მოსწავლეებს აქვთ თვითრწმენა, ცოდნა და ლიდერული უნარები საზოგადოებაში და სამომავლო კარიერაში no სრულყოფილი რეალიზაციისათვის.
პროგრამის ფარგლებშიზ სკოლებში ჩამოყალიბდება „გენდერი და ჩემი გარემოს“ კლუბები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები გენდერული სტერეოტიპების, გენდერულ ნორმების იდენტიფიცირებისა და გარდაქმნის შესახებ. ტრენინგ სესიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეიმუშავებენ და თავიანთ სკოლებსა და თემში განახორციელებენ ახალგაზრდულ ინიციატივებს. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებში.
მიმდინარე წელს, პროექტი საქართველოს ხუთი რეგიონის 8 სკოლაში ხორციელდება.