- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობასა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ბენეფიციარებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს უნდა მიმართონ ან დარეკონ შემდეგ ნომერზე 595222855.