ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით წამლობა დაიწყო


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმული ნისლით წამლობა დაიწყეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლით წამლობა მონიტორინგის საფუძველზე იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება.

უწყების ცნობით, სოფელ ორსანტიაში მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებას სპეციალური აღჭურვილობით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში თერმული ნისლით უკვე დამუშავდა 900 ჰა ტერიტორია.

“მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს“-გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას 24 საათით ადრე აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე „parosana.ge” და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია. ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ხორციელდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით, გარკვეული ეტაპის შემდეგ თერმული ნისლით წამლობასთან ერთად, აქტიურად დაიწყება სიმინდის მასივების დამუშავება ცივი შესხურებით”.-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!