ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები 34 032 ლარით შემცირდა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შემცირდა საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, თანამდებობის პირებს გაუუქმდათ სატელეფონო მომსახურების ხარჯები, რამაც შეადგინა 4800 ლარი. ასევე შემცირდა საწვავის ხარჯვის ლიმიტები თანამდებობის პირებისთვის და საკრებულოს აპარატისთვის. შემცირების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 29 232 ლარი შეადგინა.

ჯამში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა 34 032 ლარით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!