ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე კალათების დარიგება დაიწყო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, საახალწლოდ, 500 ბენეფიციარს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.

მერიისგან სასაჩუქრე კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცემათ.

მერიასთან ერთად, სასაჩუქრე კალათებს მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებსა და დედ-მამით ობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის ბიუროც გადასცემს.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნული სასაჩუქრე კალათები დღეს ოთხ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!