ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია, მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა


  • მამუკა წოწერია თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა, ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მერი მუნიციპალიტეტებს შორის.

“დღეს ზუგდიდის ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია თავისი სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, დღეს მისი პირველი სამუშაო დღეა და მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევისა ის თავს გაართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს და ერთ-ერთი საუკეთესო მერი იქნება ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებს შორის.”- აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე.

მამუკა წოწერიამ ზუგდიდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ყოველი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით და განვითარების ტემპი, არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. იწყება პერიოდი დაუღალავი მუხლჩაუხრელი შრომის და განვითარება გახდება კიდევ უფრო ხელშესახები.

,, დღეს ოფიციალურად შევუდექი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებას, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს ამ უდიდესი ნდობის მანდატისთვის. თითოეული ჩემი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით, არა მარტო ჩემი, არამედ მერიის თითოეული თანამშრომლის, რათა განვითარების ტემპი არა მარტო შენარჩუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს“. -აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გამოკვეთილია გარკვეული პრიორიტეტები, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მათ განსახორციელებლად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!