- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მსჯელობენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 მილიონ 500 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მასში პრიორიტეტულ ნაწილად დასახელებულია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, ინფრასტრუქტურა და განათლება.