ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილზე ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ამცრელი ჯგუფი სოფელ ჩხორიაში იმყოფებოდა.

სოფლებში ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ამბულატორიები, სადაც აცრა მიმდინარეობს აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა მოთხოვნით.

ვაქცინაცია სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინითაა შესაძლებელი.

,,კოვიდ 19“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხსნა, სადაც მოსახლეობას ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია იმუნიზაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ვაქცინაცია უკვე 25 ამცრელ დაწესებულებაშია შესაძლებელი. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!