- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, სამი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო.
ზუგდიდელი ანანო შელია, ბარსელონაში, EU BUSINESS SCHOOL-ში ტურიზმისა და დასვენების მენეჯმენტის სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხა სამი წლით.
ნია მაქაცარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ნია 2021-2023 სასწავლო წლებში ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის ოთხ ქვეყანაში: პორტუგალიაში, ირლანდიაში, პოლონეთსა და ავსტრიაში.
ივიკო შენგელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ივიკო ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში მიემგზავრება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშესაწყობად არაერთ პროგრამას ახორციელებს.