ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სააღდგომო საჩუქრები


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სააღდგომოდ, 550 ბენეფიციარს სასურსათო კალათები გადასცა.

სასურსათო კალათა მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს გადაეცათ.

პროდუქტების გადაცემის პროცესს მონიტორინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია უწევენ.

სასურსათო კალათა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები და მოხალისეები სახლებში მიუტანენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!