ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების საფასური განისაზღვრა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების მოწესრიგების საკითხის შესწავლის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა დადგენილების პროექტი შეიმუშავა,

რომლის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების საფასური განსაზღვრა : 1 კვირა – 3 ლარი, 1 თვე – 10 ლარი, 3 თვე – 15 ლარი, 6 თვე – 25 ლარი, 1 წელი – 40 ლარი.

საკრებულოს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გადახდის სისტემების სრულყოფას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც არასამთავრობო სექტორის ისე ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისაგან.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!