დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ, ოფიციალურ ცერემონიაზე განმარტა, რომ საკრებულო გამოხატავს მოკრძალებულ მადლიერებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mvokz1pqTAg[/embedyt]მამუკა წოწერიამ საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. „ეს არის უდიდესი პატივი. იმედი მაქვს, ამ დარბაზში, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შეესაბამება ბატონ ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისეულ ეროვნულ პრინციპებს. უფალი შეგვეწოს თითოეულ ჩვენთაგანს ამ საქმის განხორციელებაში. ეს იყო თქვენი იდეა, ჩვენი მუნიციპალიტეტის აბსოლუტური უმრავლესობის, მოსახლეობის სურვილი. დარწმუნებული ვარ, ყველა ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. ეს პირველ რიგში არის დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენ მოგვიწევს იმ სულნათი ადამიანის სახელწოდებულ დარბაზში მოღვაწეობა და გადაწყვეტილებების მიღება“.
პირველი პრეზიდენტის ღვაწლზე დეპუტატებმაც ისაუბრეს.