ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2016 წელს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:
“თანამშრომლების განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. დაველოდოთ შედეგს. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი”.