ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, როგორც “ზუგდიდელებს” განუმარტა, საკრებულოს აპარატის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა ნატა პაპასკირმა, წარმოდგენილი იქნება 5 განყოფილებით, სადაც იმუშავებენ 30 თანამშრომელი და საჭიროებისამებრ, ხელშეკრულებით აყვანილი პირები.
როგორც პაპასკირმა განმარტა, წინასწარ არ არის განსაზღვრული საკრებულო რამდენ ადამიანთან დადებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას”. საკრებულოს აპარატის 5 განყოფილება შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: საქმის წარმოების საკითხთა განყოფილება-მამუკა სიჭინავა, საფინანსო საკითხთა განყოფილება ნინო ქაძანაია, იურიდიული განყოფილება-ნინო დაგარგულია, მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება-გიორგი გოგია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება-მირიანე კილასონია.
ადრე, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება ერთ ერთეულად იყო წარმოდფენილი, მაგრამ ახალმა საკრებულომ ის ორ განყოფილებად დაჰყო.