ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 40 ხმით, საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია აირჩიეს. სხდომას ესწრებოდა 46 დეპუტატი. საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა წინამორბედებს გაწეული საქმიანობისთვის.
“მერწმუნეთ, თავიდან ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა რომელიც მეკისრება საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევით”- განაცხადა მამუკა წოწერიამ და აღუქვა მოსახლეობას დაუღალავი შრომა, მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ.”
მამუკა წოწერიამ ასევე, მერად არჩევა მიულოცა ლაშა გოგიას, რომელიც სხდომას ესწრებოდა.