ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოში, 49 წევრიდან, მხოლოდ 6 ქალი დეპუტატია. აქედან 5 ქალბატონი “ქართული ოცნების” სიით. ერთი “ნაციონალური მოძრაობიდან”. ქალი დეპუტატებიდან 4 მაჟორიტარია. ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათი სია ასე გამოიყურება:
ანა წითლიძე, თამუნა ჯიქია, სალომე ფაცაცია, ედიტა კოდუა, მანანა მებონია, ირუზა კაკავა. ზუგდიდიდს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს სხდომა გაიმართება დღეს, 15:00 საათზე, ზუგდიდის გამგეობის ყოფილ შენობაში.