ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ძლიერი წვიმის გამო შიდა გზები ჩამოირეცხა. სოფელ ჭითაწყარში არსებულმა სანიაღვრეებმა ვერ გაატარეს უხვი ნალექი, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ჭითაწყარში სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
პრობლემურ ადგილებზე დილიდან იმყოფებიან ზუგდიდის გამგებლის მოადგილეები. ამ დროისთვის დაზიანებულ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.