ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანებას დაუჭირა მხარი


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატების უმრავლესობამ, მოიწონა საქართველოს სამთავრობო კომისიის წერილი, თემის და ქალაქის გაერთიანების შესახებ.  მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პროტესტის ნიშნად, მათ პლაკატები ეჭირათ ხელში შემდეგი წარწერით: „ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „მოქალაქის ძალა თვითმართველობაშია“. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მიღებული გადაწყვეტილება სტვენით და შეძახილებით გააპროტესტეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Ekx1Ek3SQQ0[/embedyt]

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დეპუტატმა კახა ჩანგელიამ. მან დღევანდელი გადაწყვეტილება „ცუდ ფაქტად“ შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის „უკან გადადგმული ნაბიჯი“ იქნება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=60jlda1rDP4[/embedyt]

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ  თინათინ თოდუამ, აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე, ახალი მუნიციპალიტეტის შექმნა ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის შესუსტებას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მან მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მისი თქმით, სხდომის დატოვება გამოსავალი არ არის, ერთად დგომით და წინააღმდეგობის გაწევით შეიძლება საკითის მოგვარება. ასევე, თემისა და ქალაქის გაერთიანებას მხარი არ დაუჭირეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ და საქართველოს სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებას თვითმმართელობის დასამარებად მიიჩნევდნენ და აპროტესტებდნენ იმას, რომ ხელისუფლება საკითხს სწყვეტს მოქალაქეთა და არასამთავრობებოების ჩართულობის გარეშე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=P9CyfQghPuQ[/embedyt]

სამთავრობო გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ლაშა თოდუამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=sHfXWCnFs8U[/embedyt]

სხდომაზე იმყოფებოდა აქტიური მოქალაქე ეგნატე შამუგია, რომელმაც ხმამაღლა მიმართა საკრებულოს წევრებს და მოუწოდა მათ მხარი არ დაეჭირათ დოკუმენტისთვის, რომელიც გამოიწვევდა თვითმმართველობების არადეცენტრალიზაციას, არამედ ცენტრალიზაციას და ხელს შეუშლიდა ქალაქის შემდგომ განვითარებას და ამ განვითარების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=hgm-zav7VLo[/embedyt]

სხდომაზე მყოფი, არასამთვრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია სწუხს, რომ სხდომაზე არ აღოჩნდა არცერთი გულანთებული ადამიანი, რომელსაც უნდა დაეცვა მოსახლეობის ინტერესები ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთნ დაკავშირებით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=r4pYG4qoHuc[/embedyt]

“საერთშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა ამბობს, რომ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც არსებობს მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობაში არ არის აუცილებელი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა, მისი აზრით, ეს პრობლემები ისედაც მოგვარებადია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7lIl14wChV8[/embedyt]

სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  საკრებულომ მიღებული გადაწყვეტილებით უფრო ეფექტურ მმართველობას დაუჭირა მხარი. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მოსახლეობის 80%-ის მხარდაჭერით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=KhEST6WZygs[/embedyt]

საკრებულოს დღევანდელ სხდომას 32  დეპუტატი ესწრებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 23 დეპუტატმა მხარი დაუჭირა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!