- დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ, “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ დღეს, სასწავლო პროცესი შეჩერდა სოფელ დარჩელის #1, ზედაეწერის, ონარიის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ყულიშკარის, ჯიხაშკარის #2 და რიყის საჯარო სკოლებში.
მამუკა ბულიას ცნობით, სწავლა განაახლეს ზუგდიდის მერვე, ჯუმის და სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლებმა.
მამუკა ბულია: “რადგან სკოლები ცენტრალურ გათბობაზე არიან და შუქის მიწოდება შეწყვეტილია, სასკოლო პროცესი შეჩერდა. სავარაუდოდ, ხვალ განახლდება სასწავლო პროცესი”.