- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 50 წლამდე ნიღბიანი მამაკაცი, 70 წლის მარტოხელა ქალის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მედიის ინფორმაციით, მან ქალის მიმართ ძალადობა სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქალმა მოძალადისთვის ნიღბის მოხსნა შეძლო, რის შედეგადაც, თავდამსხმელი ამოიცნო. ბრალდებულმა მიმალვა სცადა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.