ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო


  • საახალწლოდ, ზუგდიდის ცენტრალური მოედანი, ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ილუმინაციებით მოირთო, ხოლო დადიანების სასახლეთა ეზო მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ილუმინაციებითა და სხვადასხვა დეკორაციული სანათებით განათდა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა. 

„ამაღლებული და კარგი განწყობაა დღეს ჩვენს ქალაქში, დადებითი მოლოდინებით ვართ 2024 წლის მიმართ, უმნიშვნელოვანესი და უდიდესი მიღწევები ჰქონდა ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ქალაქს 2023 წელის განმავლობაში. ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ძალიან ბევრს შევძლებთ და დავიმკვიდრებთ თავს ჩვენს ევროპულ ოჯახში, ეს იქნება თითოეული თქვენგანის დამსახურება“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლის დროს. 

ღონისძიებაში ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური, სამეჯლისო სპორტული და თანამედროვე ცეკვების ანსამბლები, სახელოვნებო სკოლების გაერთიანების აკადემიური გუნდი.

საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!