ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დროისთვის, მერობის თერთმეტი კანდიდატია დარეგისტრირებული. რვა პარტიული და სამი საინიციატივო ჯგუფიდან.
- პაატა პირტახია–”თავისუფლება, ზვიად გამსახურდიას გზა”– #31
- დათა გაბეჩავა–”ახალი ქრისტიან დემოკრატები” #23
- მალხაზ ლეჟავა–”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” #33
- გოგიტა ბიგვავა–”ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”– #4
- შავლეგი თოდუა–”დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”– #8
- სანდრა რულოვსი–”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”– #5
- გიორგი ჩიაშვილი–”ეროვნულ დემოკრატიული პარტია”– #38
- ალექსი ნონიაძე–პოლიტიკურუ პლატფორმა- “ახალი საქართველო”–#27
- თენგიზ ჯგუშია–საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი–#43
- დავით თორდია–საინიციტივო ჯგუფისგან წარდგენილი–#44
- დომენტი სიჭინავა–საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი–#42 მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა “ქართული ოცნების” წარდგენილმა კანდიდატმა ლაშა გოგიამ. მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ზუგდიდის მერობის კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებს 19 აპრილამდე აქვთ შესაძლებლობა საოლქო–საარჩევნო კომისიაში წარადგინონ განაცხადი.