ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინა


  • ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინა. 

მერმა განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები. 

მერის ანგარიშის მიხედვით:

2022-2023 წლებში ზუგდიდში 150-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 130 000 000 ლარამდეა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 კმ-მდე გზას, ხოლო ამჟამად 54 კმ-მდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერის ინფორმაციით, 2023 წელ წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდა 6 ადმინისტრაციულ ერთეულში.

გაზიფიცირდა 3 სოფელი. სრულად გაზიფიცირებულია 44 ადმინისტრაციული ერთეული.

ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე და მიმდინარეობაზე ისაუბრა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 48 ადმინისტრაციულ ერთეულს ჯამში გამოეყო 1 026 272 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებისათვის გამოიყოფა 383 193 ლარი. სამუშაოებია აქტიურად მიმდინარეობს.

მერით თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერის ინიციატივით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 000 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მშენებლობისთვის კი შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული.

მამუკა წოწერიამ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროგრამაზეც ისაუბრა.

ცნობისთვის, „EU4Culture“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერაა. პროექტი ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის (მთავარი პარტნიორი და პროექტის განმახორციელებელი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ „EU4Culture“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის: აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 70-მა ქალაქმა. სტრატეგიების შეფასების შემდეგ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების კონსორციუმმა, ზუგდიდი გამარჯვებულ ქალაქად გამოავლინა.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გააგრძელებს.

მორიგი შეხვედრა გაიმართება:

9 ნოემბერი, 16:00 სთ-ზე დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში;

10 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!