ზუგდიდის მერი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

“დღეს მე-12 კლასელებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ტოვებენ სკოლის კედლებს, რომელთანაც ბავშვობის დაუვიწყარი მოგონებები აკავშირებთ. გილოცავთ სკოლის დამთავრებას და წარმატებებს გისურვებთ! თქვენთან ერთად ვულოცავ მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი შეუფასებელია.

წინ ძალიან საინტერესო პერიოდი გელოდებათ, რომელიც სავსე იქნება ახალი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით.

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მჯერა, თქვენი განათლებითა და პროფესიონალიზმით, ბევრ სიკეთეს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! გვიგულეთ თქვენს გვერდით!”-ნათქვამია მერის ოფიციალურ გვერდზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!