ზუგდიდის მერია: მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო მერიის ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და “ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები.

მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!