- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა.
უწყების ცნობით, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანგადახდას მერია უზრუნველყოფს შემდეგი ჯგუფებისთვის:
- სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 001-ს;
- სიმსივნით დაავადებული პირები, შშმ პირები, პენსიონრები, სტუდენტები, 0-18 წლამდე ასაკის პირები.
- დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარით განისაზღვრა.
პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პირების ოჯახები ავადმყოფისთვის, ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალისა და მოვლის საშუალებებთან ერთად, სხვა დამხმარე საშუალებების შეძენასაც შეძლებენ.