- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების მიზნით “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი” დაამტკიცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას კერძო სამართლის იურიდიული პირის (კომერციული) დაფუძნებისათვის ვადა 2024 წლის 1-ელ ივნისამდე, ხოლო თავშესაფრის მოსაწყობად 2025 წლის 1-ელ ივნისამდე განესაზღვრა.