- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მომავალში საპროტესტო მუხტი გაგრძელდება და ისევ შეიკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციაზე. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან სტიკერები გააკრეს.
მანამდე, დეპუტატმა ანა წითლიძემ მამუკა წოწერიასთან მოითხოვა შეხვედრა მედიის და რამდენიმე მოქალაქის თანდასწრებით. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ მერი მზად იყო ჟურნალისტებთან ერთად შეხვედროდა მათ, თუმცა საბოლოოდ ეს შეხვედრა მაინც ვერ შედგა.