- 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა.
ზუგდიდის ნიკოსეულ სასახლეში, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება კამერულმა ორკესტრმა „ამადეუსი“ და კლასიკური გიტარის კვარტეტმა გახსნა.
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთად, წარმატებულ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და მადლობის სიგელთან ერთად, ფულადი ჯილდო გადასცა.
მერმა მასწავლებლის ღვაწლზე და იმ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც განათლების მიმართულებით ხორციელდება.
„მასწავლებლის დღეს ვულოცავ ყველა პედაგოგს. მასწავლებელი უმნიშვნელოვანეს პროფესიაა ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამის მაგალითია დღევანდელი დღე. როგორც ცენტრალური ხელისუფლების , ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდენლები ვცდილობთ გარკვეული წვლილი შეივიტანოთ მათ წახალისებაში. ჩვენი ერთ-ერთი პრპგრამის ფარგლებში, 57 წარმატებული პედაგოგი დავაჯილდოვეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, როგორც პროგრამული, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს – პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“-აღნიშნა მამუკა წოწერია.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას ზუგდიდის მერია 2015 წლიდან ახორციელებს.
ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღე გამოცხადდა.