ზუგდიდის მერიამ ახალი სოციალური პროგრამა “თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი” დაიწყო


  • ზუგდიდის მერიამ, ახალი სოციალური პროგრამა, “თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ დაიწყო.

დღეს პროგრამით პირველმა ბენეფიციარმა ისარგებლა. 

ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარი, რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანაზიარში“ ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მერის პირველმა მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მიიყვანეს. 

ზუგდიდს პროგრამის განსახორციელებლად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა. 

აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: ეტლით მოსარგებლე პირებს, კიდურის ამპუტაციით განპირობებული გადაადგილების შეზღუდვისა და მხედველობის არ მქონე პირებს.

ზუგდიდი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს ახორციელებს.

სერვისის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 599 805 835.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!