- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საინფორმაციო სამსახური მედიისთვის ავრცელებს ინფორმაციას, საავადმყოფოში სამი ახალი პაციენტის შეყვანის შესახებ.
როგორც საინფორმაციო სამსახური იტყობინება, ამ წუთებისთვის, საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტებს უტარდებათ პირველადი ანალიზები, რომლის მიღების შემდეგ, გადაწყდება გაიგზავნება თუ არა ამ სამი პაციენტის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში.
სამივე ავადმყოფი არის გუშინ დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერი. სამივე პაციენტი არის ზუგდიდიდან და მამრობითი სქესის. წინასწარი მონაცემებით, საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტებს აქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი გამოხატული სიმპტომები.
მედიას ჯერ -ჯერობით ახალ პაციენტებთან დაკავშირებით არ აქვს ექიმის კომენტარი.
ამ წუთებისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 5 პაციენტი, აქედან ორი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით.